სირიელმა ქურთებმა რუსულ-თურქულ საპატრულო კოლონას ქვები დაუშინეს - ვიდეო

17:53 11-08-2019
6

დილით, 8 ნოემბერს, სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ქურთებმა ქვები დაუშინეს თურქეთ-რუსეთის საპატრულო კოლონას. არსებული ინფორმაციით, მსგავსი ინციდენტები თითქმის ყოველდღე ხდება.

ამჯერად ინციდენტი ქალაქ ელ-კამიშლი მახლობლად მოხდა. კადრებზე ჩანს, რომ ადგილობრივები, მათ შორის ბავშვებიც არიან, ესვრიან ქვებს მიმავალ ჯავშანტექნიკას. 

კოლონა პატრულირებას უწევდა იმ ტერიტორიას, რომლის შესახებაც თურქეთი და რუსეთი ოქტომბერში შეთანხმდა. 

თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. 

ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბოლო შეთანხმებიდან გამომდინარე, სირიის თითქმის მთელი ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც ცხოვრობენ ქურთები, გადავა სირიის ხელისუფლების და ბაშარ ასადის ხელმძღვანელობის ქვეშ.