ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავს აღნიშნავენ

16:46 11-08-2019
22

ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე, მის სახელზე დაწურული ღვინის ქვევრი გახსნეს. კახეთში მოქმედმა ღვინის კომპანიებმა კი, სტუმრებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებმა, საკუთარ პავილიონებში კახური სამზარეულოს კერძები მოამზადეს.

ღონისძიებაზე გახსნილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვაც.

ამ წუთებში ილიას ტბაზე, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი