ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

16:45 11-08-2019

ალექსანდრიის პატრიარქმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს ამის შესახებ. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“  უკრაინელ არქიეპისკოპოსზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს 8 ნოემბერს, ალექსანდრიის და მთელი აფრიკის პატრიარქმა თეოდორე II-მ ლიტურგიის დროს, ახსენა კიევის კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე როგორც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, ამ გზით, ალექსანდრიის საპატრიარქო შეუერთდა იმ ეკლესიების რიცხვს, რომლებმაც აღიარეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია“, - წერს არქიეპისკოპოსი ავსტრატი

მოგვიანებით გამოქვეყნდა ალექსანდრიის საპატრიარქოს ოფიციალური წერილიც. 

მანამდე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღიარეს კონსტანტინოპოლისა და ელადის ეკლესიებმა, რის გამოც რუსეთის მართლმდიდებელმა ეკლესიამ ჯერ კონსტანტინოპოლთან, შემდეგ კი ელადის ეკლესიის არქიეპისკოპოს იერონიმე მეორესთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.