ბათუმში, აპოლოსთან პოლიციაა მობილიზებული - ფოტოები

16:40 11-08-2019
6

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს 22:00 საათზე, პოლიციაა მობილიზებული. როგორც კინოთეატრის წარმომადგენლებმა „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

„ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე,სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე  ადრე,რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - განაცხადეს „აპოლოს“ წარმომადგენლებმა. 

შეგახსენებთ, რომ ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები  19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

ავტორი: ზაზა ტაკიძე