აშშ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას აუქმებს

16:29 11-08-2019
11

უკრაინაში  აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა, რომელიც სპეციალურად კურტ უოლკერისთვის შექმნეს, სავარაუდოდ გაუქმდება.  შეგახსენებთ, რომ უოლკერმა ამ წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, უოლკერის საქმიანობას სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები გადაინაწილებენ. 

კურტ უოლკერმა უკრაინაში  სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში სდებენ ბრალს.

წყარო: foreignpolicy