კაბა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოეწონა, ცნობილმა ინგლისელმა ქალბატონმა მოირგო

16:16 11-08-2019

ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ფიბი უოლერ-ბრიჯი პირველად დაამშვენებს ამერიკული ვოგის ყდას. 

ჟურნალის ფოტოსესიისთვის ყველაზე წარმატებულ ქალს ფოტოები ახალგაზრდა ნიუ-იორკელმა ფოტოგრაფმა, ეთან ჯეიმს გრინმა გადაუღო.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ კოსტიუმად უოლერ-ბრიჯმა ესპანური მოდის სახლის, ბალენსიაგას უახლესი მოდელი აირჩია.

ეს კაბა დემნა გვასალიამ ბალენსიაგას გაზაფხული-ზაფხული 2020 წლის კოლექციაში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. კაბის ფოტო კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა და იკითხა: „რომელი ჩავიცვა ... სკანდალის გარეშე????