ნიკა ცისკარიძის ვახშამი „გარდენიაში“ - რა ვიზიტით იმყოფებოდა ბალერონი საქართველოში?

15:45 11-08-2019
283

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი ნიკა ცისკარიძე რამდენიმე დღე სტუმრობდა თბილისს. როგორც ბალეტის პრეს-სამსახურის მენეჯერმა, თამარ (ბაკო) მოდებაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა, ეს იყო ბალერონის პირადი ვიზიტი.

„გარდენია შევარდნაძე“ სოციალურ ქსელში პრიმა-ბალერინის, ნინო ანანიაშვილისა და ნიკა ცისკარიძის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მოცეკვავეებმა გემრიელი ვახშმის შემდეგ საცკვაო ნომრითაც დაატკბეს დამსწრე საზოგადოება.

თამარ (ბაკო) მოდებაძე: - „გარდენიაში“ ივახშმეს. ძალიან ლამაზი საღამო იყო. უკვე გაფრინდა. ჩვენთან თეატრში იყო მოსული, გვესტუმრა, თეატრის ნახვა აინტერესებდა. ჯერჯერობით არაფერი დაგეგმილა, თუმცა ნიკას მჭიდრო კონტაქტი აქვს ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნინო ანანიაშვილთან. ნიკამ პირველი ნაბიჯები ჩვენთან თეატრში აიდგა. მისთვის ძველი ნაცნობების ნახვა სასიამოვნო იყო.

ავტორი: თამარ გონგაძე