ზოგიერთმა იაპონურმა კერძო კომპანიამ თანამშრომელ ქალებს სათვალის ტარება აუკრძალა

15:34 11-08-2019
13

სათვალის ტარება იაპონიაში ემოციური საკითხი გახდა მას შემდეგ რაც ზოგიერთმა ფირმამ ქალ თანამშრომლებს სათვალის ტარება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ზოგიერთმა იაპონურმა კომპანიამ სხვადსხვა მიზეზის გამო თანამშრომელ ქალებს აუკრძალა სათვალის ტარება, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი „ცივი გამოხედვაა“, რომელსაც ერთ-ერთი კომპანიის თმით, ქმნის ქალი თანამშრომელი სათვალით. 

ამ ამბავს იაპონურ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ კომპანიაში სათვალის აკრძალვა უსაფრთხოების მიზნით მოთხოვეს. 

იაპონური მედია წერს, რომ არ არსებობს რაიმე სახელმწიფო რეგულაცია და ეს პირადად კერძო კომპანიების მოთხოვნაა.