ცოცხლად დამარხული - კორეელები გასვენების იმიტაციით სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებენ

15:01 11-08-2019
9

სამხრეთ კორეაში Hyowon-ის ცენტრში ნებისმერ მსურველს აქვს შანსი დაესწროს საკუთარ გასვენების ცერემონიას.

2012 წელს, ცენტრის გახსნიდან 8 წლის განმავლობაში ამ მომსახურებით უკვე 25000 ადამიანმა ისარგებლა. 

ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი „გასვენება“ ეხმარება მონაწილეებს აამაღლონ სიცოცხლის ხარისხი. პროცედურის შემდეგ, ადამიანები უფრო აფასებენ თავიანთ დროს და ადამიანურ კავშირებს.

„გასვენების“ პროცედურა ასეთია: გიღებენ ფოტოს, შემდეგ წერთ გამოსამშვიდობებელ წერილს და წვებით კუბოში.

მსურველები კუბოში დაახლოებით 10 წუთს ატარებენ.