მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონება შემცირდა - სტატისტიკა

14:42 11-08-2019
50

2018 წელს მსოფლიოს მილიარდერების საერთო ქონება 338 მილიარდი დოლარით შემცირდა და 8,5 ტრილიონი დოლარი გახდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი PricewaterhouseCoopers (PwC)-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. 

შემცირება ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ანგარიშის ავტორები ამ მოვლენას ამერიკული დოლარის გამყარებას, სავაჭრო უთანხმოებებს, მცირე ეკონომიკური ზრდის მოლოდინს და ბაზრის არასტაბილურობას უკავშირებენ. 

ყველაზე მეტად შემცირდა მილიარდერების საერთო ქონება აზიაში - 2018 წლის ბოლოს მათი ჯამი 982 მილიარდი დოლარი გახდა. 

ამავე ანგარიშით, 2018 წელს, მილიარდერების რიცხვს 589 ადამიანი შეემატა და დღეს მსოფლიოში 2101 მილიარდერი ცხოვრობს.