შსს-მ დაიწყო მოკვლევა შეიცავს თუ არა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრონოგრაფიის ნიშნებს

14:29 11-08-2019
37

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ამსახველ ნიშნებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ციციაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შსს-ს მიმართა განცხადებით გამოეკვლია შეიცავს თუ არა And Then We Danced პორნოგრაფიულ ნიშნებს.