ვინ არის კაცი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე აფეთქებულ მანქანაში დაიღუპა

14:09 11-08-2019
47

თელავში, გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას გარდაცვლილი მამაკაცი 45 წლის ნუკრი ელოშვილია.

ნუკრი ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან არის. ის, წლების განმავლობაში, კახეთის სატყეო სამმართველოში, ყვარლის სატყეო უბნის რეინჯერად მუშაობდა. 2013 წელს მან სამსახური და ტოვა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. გარდაცვლილს მეუღლე და სამი ვაჟი ჰყავს.

გაზგასამართი სადგური, თელაველ შოთა დემინაშვილს ეკუთვნის, რომელიც გაზგასამართი სადგურების ქსელის გარდა, თელავში სასტუმროების მფლობელიც არის.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებულ ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ავტომანქანის აირით შევსების დროს, სამივე პირი მანქანიდან გადმოსული იყო.

შემთხვევის ადგილზე ჯერ ისევ მუშაობს პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შეფეგად დაზიანებულ ავტომანქანას ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ ჰქონდა.

ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლითაა აღძრული.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი