„ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ!“ - ტოჩინოშინის ემოციური მიმართვა შვილს

14:07 11-08-2019
3

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე Instagram-ზე პირველ შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

სპორტსმენმა 2 წლის შვილი მხოლოდ ორჯერ ნახა, თუმცა მას დიდ ძალსა და გამძლეობას აძლევს:

„დღეს ორი წელი გახდა რაც დაიბადე ჩემო ანგელოზო, თუმცა სულ ორჯერ გნახე და არც კი მიცნობ. მადლობა უფალს რომ შენი თავი მაჩუქა!! ჩვენ შორის დიდი მანძილია და ვიცი როგორ ძალიან გაკლივარ, მაგრამ მამას ძალიან უყვარხარ და სულ მეყვარები მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო ჩემო პატარა!! შენ მე დიდ ძალას მაძლევ და გამძლეობას რომ კიდე ვიბრძოლო. ჩემი პირველი შვილი და დიდი სიყვარული ხარ, უყვარხარ მამას“, - წერს ტოჩინოშინი.