ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714042725

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას აინტერესებს, ქვეყანაში რა ფინანსდება და ვისგან ფინანსდება.„გვქონდა მცდელობა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, დაგვერწმუნებინა როგორც „ენჯეოები“, ისე მათი დონორები, რომ მათ თვითრეგულირებით, პირადი ინიციატივით აეღოთ ვალდებულება და გაესაჯაროებინათ ის, რაც ჰქონდათ 2016 წელს ნათქვამი.სამწუხაროდ, ეს ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, დასამალი არის რაღაცები საზოგადოებისგან. თქვენ როცა საუბრობთ, რომ სახელმწიფომ შეიძლება, რაღაც იცის, აქ იგულისხმება საგადასახადო ორგანო, სადაც მიდის ნაწილი ინფორმაციისა, პირობითად საშემოსავლო გადასახადის. ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს ამ პროექტების შინაარსი და მიზნობრიობა. ბუღალტრული ანგარიშგებაა, რაც იქ ხდება. შინაარსი არავის აინტერესებს, შინაარსი აინტერესებს საზოგადოებას – რა ფინანსდება, ვისგან ფინანსდება, რადგან შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შემოდის ფული. მაგალითად, კიდევ ერთხელ დავასახელებ ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობდი. მათგან ორი არის ხელმძღვანელ ორგანოში ევროპის დემოკრატიის ფონდისა. კანონი მათ შორის ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება.რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში. პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში –  ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „დროას“ და თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი ენჯეო „დროა“, რომელსაც, ასე ვთქვათ, არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ აქვს და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში. შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც ხდება დაფინანსება.ევროპის დემოკრატიის ფონდთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთან. მათ შორის ევროკავშირიდან ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი ევროპის დემოკრატიის ფონდთან დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე დამიდასტურა, რომ გაეცნო, რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ, უარი მივიღე. უპირველეს ყოვლისა, უარი მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა მარტივია, ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ. ხედავთ, როგორია, მათ შორის საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გოგა მანია

რჩევები 1714042261

„დარიჩინის ფხვნილი დაიყარეთ მარჯვენა ხელის გულზე...“ - გოგა მანია ფინანსური კეთილდღეობის რიტუალებს გვიზიარებს

ეზოტერიკოსი, წინასწარმეტყველი გოგა მანია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდ რიტუალებს გვიზიარებს:– ფინანსური კეთილდღეობისთვის თუ არსებობს ეზოთერიკული რიტუალები, შეგიძლიათ ისინი გაგვანდოთ, რომ ფულის შემოდინებას შევუწყოთ ხელი?– ძალიან კარგია, თვის პირველ და თხუთმეტ რიცხვში, ანუ თვეში ორჯერ, დარიჩინის ფხვნილი დაიყაროთ მარჯვენა ხელის გულზე, დადგეთ კარის ზღურბლზე და სულის შებერვით ფხვნილი სახლში შეაფრქვიოთ. მანამდე კი, აუცილებლად, ხელებიდან მარილის დახმარებით უნდა ჩამოირეცხოთ უარყოფითი ენერგია – დაიყარეთ ხელის გულზე მარილი, შეიზილეთ და შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.დარიჩინი ცეცხლის ენერგიის მქონეა და მას ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს, მარილი კი ნეგატივს გაცილებთ. ეს რიტუალი დიდი ფინანსური კეთილდღეობის მომტანია. ეს თავად გამომიცდია საკუთარ თავზე.ფინანსური ენერგიებისთვის, ასევე, ძალიან კარგია მზის ჩასვლისას, დარიჩინის ჩხირის დაწვა – მოუკიდეთ მას ცეცხლი და შემოატარეთ ოთახის კუთხეებში. ხშირად ამბობენ, არ არის კარგი დაფნის ფოთლის დაწვაო. მე კი გეტყვით რომ, მისი დაწვით შეგიძლიათ, სურვილები აისრულოთ. თუ სურვილების ასრულება და მიზნის მიღწევა გსურთ, დააწერეთ დაფნის ფოთოლს სურვილი, დაწვით სახლში და ფერფლი აივნიდან ან ფანჯრიდან ქარს გაატანეთ.

უკრაინული პასპორტი

ომი უკრაინაში 1714042116

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს

უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, ამ დოკუმენტის მიღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ ორგანოში ან საიმიგრაციო სამსახურში იქნება შესაძლეებლი.როგორც „ბიბისი“ წერს, ეს შეზღუდვა უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც უკრაინის არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისია.ახალი წესები არ ვრცელდება 18-60 წლამდე იმ მამაკაცებზე, რომელთაც საომარი მდგომარეობის პირობებში საზღვრის კვეთის უფლება აქვთ.

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი,

მსოფლიო 1714041965

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა - მედია

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებდა, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“.ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა.საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს.ამჟამად დაკავებული მოზარდი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები არკვევენ, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი მშობლების სახლში აიყვანეს. ამოღებულია ჩანაწერები, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ წერს.ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ შეშფოთებულია პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ტერაქტების მოწყობის ალბათობის გამო.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1714041375

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს - კახა კალაძე

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ.„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებიც გავიხსენე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ. როდესაც საფრანგეთმა უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, გვახსოვს, რა დაედო ამ ყველაფერს საფუძვლად - შეემცირებინათ ამერიკული, რუსული, არაბული გავლენები თავიანთ ქვეყანაში. იგივე გვინდა ჩვენც, რომ შევამციროთ უცხოური გავლენები, ზოგიერთი რადიკალი კი გვეუბნება, მოდით, ისევ უცხოელებს ჰკითხეთ, როგორია აღნიშნული კანონიო“, - განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე - ხომ არ არის შეცდომა ყირგიზეთთან ერთად აფხაზეთის ცალკე ქვეყნად ხსენება, თბილისის მერი პასუხობს, რომ მომავალში ყველაფერი გაირკვევა.„ვერ გეტყვით, შეიძლება მიზანმიმართული პროვოკაციაც იყოს. შევხედოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.