2015 წელს ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დანიელი ტერორისტია - ახალი დეტალები

13:40 11-08-2019
20

დანიის მოქალაქე ბაზილ ჰასანი შეიძლება დაკავშირებული იყო 2015 წელს ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავი А321-ის ჩამოვარდნასთან. ამის შესახებ „დანიის რადიო წერს“. ისინი ავსტრალიაში 2017 წელს თვითმფრინავის აფეთქებაში ბრალდებულმა ჰალედ ჰაიატმა ამხილა. 

„დანიის რადიო“ ბაზილ ჰასანს „ყველაზე მთავარ დანიელ ტერორისტად“ მოიხსენიებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე წერია, რომ ჰასანს ბრალად ედება დანიელ მწერალზე ლარს ჰედერგაარდზე თავდასხმის მცდელობა. 2014 წელს ის თურქეთში დააკავეს და „ისლამური სახელმწიფოს“ 49 ტყვეზე გაცვალეს. მიიჩნევა, რომ გათავისუფლების შემდეგ, ის სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა. 

თვითმფრინავი A321  სინაის ნახევარკუნძულზე 2015 წლის 31 ოქტომბერს აფეთქდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ავიაკატასტროფის დროს 224 ადამიანი დაიღუპა. ეს კატასტროფა ავიახაზების ისტორიაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის ყველაზე მასშტაბური ტრაგედია იყო.