ყველას, ვისაც სესხი აუღია, ჩვენთან ერთად უნდა იყოს. ეს არის აბსურდი - მამუკა ხაზარაძე

13:19 11-08-2019
87

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ. მათ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს საქმე მთლიანად ანტისახელწიფოებრივ ქმედებას უკავშირდება.

„ჩვენ საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან, რომელიც ინიცირებულია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოროსანი პროკურორის მიერ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს პირადი შურისძიების გარდა არაფერი ამოძრავებთ.

ჩვენ საქმე გვაქვს არა სამართლის ძებნასთან, არამედ დამახინჯებულ მიდგომასთან პროკურატურის, როგორც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის.

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ქვეყნის ნდობა. ამისთვის საჭირო არის ვამხილოთ ისინი და არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენონ ის ძალაუფლება, რომელიც ხალხმა ანდო ივანიშვილს პირადი მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძვნებელმა, მამუკა ხაზარაძემაც. მან განმარტა, თუ რაში სდებენ ბრალს და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

„როგორც იქნა მეც გავერკვიე რაში გვდებენ ბრალს და ეს არის ძალიან საინტერესო რამ. თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%-იანი სარგებლით, ოფიციალურად საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა არის ფულის გათეთრება. ეს ნიშანვს, რომ ყველას, ვისაც აუღია სესხი, გადაუხურდავებია სხვა ვალუტაში და სხვაგან გადაურიცხავს, ჩვენთან ერთად უნდა იყოს. ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან პოლიტიკურ დევნაზეც ისაუბრა.

„ბიძინას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია ჩვენი და იმ ადამიანების, რომელსაც ამოუვიდა კისერში ის მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს.

ახლა მინდა პირდაპირ თვალებში ვუყურებ და ვუთხრა. ვერ შეგვაშინებ, ვერც შეგვაჩერებ. ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომლითაც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და გვპირდებით, რომ ამ რელოაბს შევცვლით, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ შვებულებაში“,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლკოდექსისის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).