VIDEO: კატამ ბავშვი კიბიდან გადავარდნისგან გადაარჩინა

12:42 11-08-2019
2796

ბოგოტელი დიანა ლორენა ალვარესი სამსახურში შვილთან ერთად მივიდა. ბავშვს წყნარად ეძინა პატარა საწოლზე და დედამ რამდენიმე წუთით ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა.

ბიჭმა გაიღვიძა და კიბისკენ მიცოცდა. დედამ მალევე მიირბინა შვილის გადასარჩენად, მაგრამ უფრო სწრაფი იყო კატა სახელად გატუბელა, რომელმაც ბავშვი გააჩერა.