ტრამპს კომპენსაციის სახით ორი მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

09:18 11-08-2019
101

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კომპენსაციის სახით ორი მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საქმე ეხება მის საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელმაც ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული თანხა ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო შტაბს გადასცა.

მოსამართლე, სალიან სკარპულას განცხადებით, „ისეთი საქველმოქმედო დაწესებულებების, როგორსაც დონალდ ტრამპი და მისი სამი შვილი ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში ჩარევა არ შეიძლებოდა“.

ფაქტს ტრამპიც გამოეხმაურა და განცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

„უბადრუკი „დემოკრატები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრან,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.