ძლიერი მიწისძვრა ირანში - არის მსხვერპლი

08:07 11-08-2019
111

ირანში დღეს დილით მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

​აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.

width=600

არსებული ცნობით,  მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ არდებილიდან 83 კილომეტრში იყო.