შენს გაჭირვება-დალხინებაზე ზრუნავს ქვეყნისთვის - რა ციტატას იხსენებს ოტია იოსელიანის მოგონებებიდან ლევან ჭოტორლიშვილი

22:42 11-07-2019
62

ზაზა შათირიშვილმა ძალიან კარგი მონაკვეთი წაიკითხა წიგნიდან ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ ამავე წიგნში, ოტია იოსელიანის მოგონებაში კიდე უფრო ფილოსოფიურად არის ახსნილი ქველმოქმედების მთავარი იდეა,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ჭოტორლიშვილი და ოტია იოსელიანის წერილიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც მწერალი ამბობს:

„კაცად ქცევის თაობაზე მოგახსენებთ და არა გაჭირვება-დალხინების თაობაზე. არა „მატერიალურზე“, არა წყალობაზე, თუნდაც ხელის გამართვაზე, რაც ხდება და ღმერთმა ნუ ქნას, არ მოხდეს. მაგრამ ეს თანადგომა გამორჩეულია, ღირსეული. ის მხარს უჭერს შენს და თავის საქვეყნო საქმეს და შენ... შენს გაჭირვება-დალხინებაზე ზრუნავს ქვეყნისთვის. ზრუნავს შენთან ერთად. რაკი ამ სოციალურ უბედურებაში მარტო შენ, შენი ნიჭისა და უნარის მიუხედავად, ვერ შეძლებდი და ამისთანა სიდუხჭირეში ამ ტვირთს ვერ აწევდი და მხარს გაშველებს, მხარს გიჭერს, მხარში გიდგას კაცი - კაცს. მადლობის თქმის ნებასაც არ გაძლევს. არ გაძლევს კი არა, თვითონაა მადლიერი, რომ მიეცი საბაბი, მოგშველებოდა და საქვეყნო საქმე შენთან ერთად გადაერჩინა. კაცს კაცთან, ტოლ-სწორს - ტოლ-სწორთან, მოამაგეს - მოამაგესთან, ღრმერთთან, სამშობლოსთან და კაცთან პირნათელმა კარგად იცის სახარება: „შენ თუ სიკეთე ჰქმენ და ამხილე, საზღაურიც მიიღე“. და ღვთით მადლმოსილი საზღაურს - ძეგლის დადგმას არ ითხოვს, „რასაცა გასცემ შენიას“ თუ კიდევ უმხილებლობის ღვთიური მადლით შემოსვა შეიძლებოდა, ეს რუსთაველსაც არ უბრძანებია“.