თვალებაკრულები შევალთ და კინო ჩაიშლება - ფალავანდიშვილი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამო, მთავრობის გადადგომას მოითხოვს

20:24 11-07-2019
789

ხვალ, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაა.

„ქართული მარშის“ ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ხუთ ჯგუფად დაიყოფიან და ამის შემდეგ შეეცდებიან პრემიერის ჩაშლას.

„ხელში არ ავიღებთ იარაღს, მშვიდობიანი მიზნით გადავალთ რუსთაველზე და მოვითხოვთ, მთავრობის გადადგომას, რომელიც ამას უშვებს“, - ამბობს ის.

„პრაიმტაიმს“ გურამ ფალავანდიშვილი ხვალინდელი აქციის გეგმებსა და მოლოდინებზე დეტალურად ესაუბრა.

- გვინდა დავანახოთ ხალხს, რომ ეს ცუდი რაღაცაა. შეიძლება ვიღაც მიდის გაუცნობიერებლად და არც ჰგქონია, რომ ეს ცუდია. ინტერნეტში ყველას შეუძლია უარესი ფილმი ნახოს, მაგრამ როცა ეს ხდება დემონსტრაციულად და პრემიერებით, ეს უკვე აგიტაციის ნაწილი. ამიტომაა ყველა საელჩო ჩართული.

ეს უკვე ბრძოლაა ტრადიციების, ზნეობის და ღმერთის წინააღმდეგ. ჯვარში, ჩოხაში გამოსახული მამაკაცი ამყარებს სექსუალურ აქტს. ეს კიდევ ცალკე, დამატებითი შეურაცხყოფაა.

მე არ ვიცი პრემიერის ჩაშლა შედგება თუ არა, შეიძლება ეს ვერ შევძლოთ, მაგრამ საჯარო განხილვა და პრემიერები თუ მოეწყო და ეს ჩვენ ვერ ჩავშალეთ, დადგეს პასუხისმგებლობა მთავრობის, ჩვენ მთავრობას მოვთხოვთ გადადგომას.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ფილმის ნახვით ორიენტაცია არ იცვლება და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. რას უპასუხებთ მათ?

- ვინც ამ და ასეთ ფილმებს ნახავს, გინდ ინტერნეტში, ეს ბაცილა ოდნავ მაინც დააზიანებს. ნებისმიერი გარყვნილება ადამიანს აზარალებს, რატომაა აკრძალული?!

რა თქმა უნდა, გეი არ გახდება, მაგრამ ამ აგრესიით დაზიანდები. ამიტომ მავნებელია და ძალიან ცუდია. თუ ამას ნახავ ისე, რომ გარეთ პროტესტი არ არის და სიმშვიდეა და ვითომ არაუშავს, შეიძლება გეიც გახდე. უამრავი გახდა უცხოეთში, სწორედ აგიტაციის გამო. 

იღებენ კინოს, რომ ორმა დედამ აიყვანა ბავშვი. ამ ბავშვს ჰქონდა ხელი გამხმარი, ბავშვი გადაარჩინეს, უმკურნალეს და ამაზე ტირის მთელი ამერიკა. იყო აგიტაცია - ხალხი კომუნისტი გახდა. იყო აგიტაცია - მხედრიონელები გახდნენ. იყო აგიტაცია და ქურდული გაგება იყო. ახლა აგიტაციაა და გაპიდარასტდებიან

- როგორ ფიქრობთ, თქვენი მასშტაბური პროტესტი და წინააღმდეგობა უფრო დიდ ინტერესს ხომ არ გაუჩენს საზოგადოებას?

- ამერიკაში არ გამოდიან მაგრამ ეწყობა 2-მილიონიანი მარშები, გადის კინოები, აჰყავთ შვილები, ქორწინდებიან... აქ რომ წინააღმდეგობაა, მარში არ ტარდება - უფრო არ დაინტერესდებიან. 

- ლევან ვასაძის მსგავსად, თქვენც რომ შემოგთავაზონ ბილეთი, ფილმს უყურებთ?

- თუ გვაჩუქებენ ბილეთს მე და კიდევ 500 კაცს, მაშინ უფრო იოლად ჩავშლით. რა თქმა უნდა, თვალებაკრულები შევალთ და კინო ჩაიშლება, ნეტავ გვაჩუქონ ბილეთები.

მასა რომ ვიყოთ შევალ, მაგრამ მარტო შესვლაზე არ ვფიქრობ რომ ღირდეს, თუმცა ვიფიქრებ, ბომბს ვერ ავიფეთქებ და არ ვაპირებ, მაგრამ მარტომ რა უნდა გავაკეთო.. 

ბილეთებს ვიყიდდით, მარტივი ფორმაა შიგნით შესასვლელად და ჩასაშლელად, მაგრამ 10 წუთში გაიყიდა, რადგან ეს არის განა კინო ჩვენება, ეს არის აქცია ეკლესიის, ზნეობის, ერის წინააღმდეგ დივერსია. 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე