ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - რა დაემართა ნიკოლოზ ბასილაშვილს

18:53 11-07-2019

მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად სარეაბილიტაციო პერიოდს იწყებს.

კორტზე მისი დაბრუნება დაახლოებით თვენახევარში იგეგმება.

ნიკას ტკივილები მიმდინარე სეზონში ხშირად აწუხებდა, მეორე ნახევარში კი მისი გაძლება უფრო რთული გახდა.

საბოლოოდ, ბასილაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.width=1147