სამი ქართველი ჰოლივუდურ ფილმში, სადაც ჰოპკინსის გარდა, ნიკოლსონის შვილი და დელონის შვილიშვილი თამაშობენ

18:50 11-07-2019
994

იტალიელი რიკარდო სპინოტის ამერიკულ ფილმში, რომლის პრემიერაც 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება, სამი ქართველი მონაწილეობს, ორი მსახიობია, ერთი მხატვარი. მთავარ როლში ვარსკვლავური გარეგნობის, დამწყები მსახიობი, ირაკლი კვირიკაშვილია. მისი ცოლს, მოდელ ელენე მახარაშვილს ეპიზოდურ როლში ვიხილავთ, ხოლო ფილმის მხატვარი ლაშა ზამბახიძეა.

ნამდვილად საამაყო ამბავია ქართველების ისეთ ფილმში მონაწილეობა, რომელიც „უკანასკნელი მოჰიკანისა“ და „სიცხის“ რეჟისორმა გადაიღო და რომელშიც ბრიტანული წარმოშობის ლეგენდარული ვარსკვლავი - ენტონი ჰოპკინსი თამაშობს. ეს ყველაფერი არ არის. ფილმში „სთარების“ შვილებსა და შვილიშვილებს გადააწყდებით. ანუ ფილმში თამაშობენ - ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი. ქართველები ამ „ოპერაშიც“ ვმონაწილეობთ, თვალი დაუდგეს ჰოლივუდს!

ამ ფილმის მთავარი გმირის ბაბუა 60-70-იანი წლების საქართველოში ნიკოლსონსა და დელონზე ნაკლებ პოპულარული კი არ იყო! ირაკლი კვირიკაშვილი „ღიმილის ბიჭების“ თემურის - კახა ქორიძის შვილიშვილია. ამდენად ირაკლის ვარსკვლავური გარეგნობის საიდუმლოც ფესვებში აღმოჩნდა. 

კვირიკაშვილის დედა ასევე მსახიობი - ნინო ქორიძეა. 

ფილმის Now is Everything ტრეილერი დღეს გავრცელდა ინტერნეტსივრცეში და მისადმი ინტერესი არ ცხრება... 

 

ავტორი: თამარ გონგაძე