ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ვენეცია

მსოფლიო 1714031806

ვენეციამ ერთი დღით ჩასული ტურისტებისთვის გადასახადი დააწესა

25 აპრილიდან ვენეციაში ერთი დღით ჩასულ ტურისტებს, რომელთა ასაკიც 14 წელს აღემატება, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ France24 წერს.გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს თანხის გადახდა ტურისტებს მხოლოდ 29 ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაში მოუწევთ - საუბარია უქმეებზე და მაისიდან ივლისის ჩათვლით დღესასწაულებზე. გადახდა ქალაქში შესვლისას უნდა განხორციელდეთ. ბილეთის ყიდვა, რომელიც QR-კოდის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ადგილზე არის შესაძლებელი. ვენეციაში ბილეთის გარეშე შესვლისთვის ტურისტს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობაც 50-300 ევროა.ვენეციის მთავრობა ამ ზომის შემოღებას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა. ასე მათ სურთ დაარწმუნონ ტურისტები, რომ ვენეციას ნაკლებად დატვირთულ დღეებში ესტუმრონ. ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში, რომლის მოსახლეობაც 50 ათასს შეადგენს, 3,2 მილიონი ტურისტი ჩადის.

გიორგი ვაშაძე

პოლიტიკა 1714031736

აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე - ვაშაძე 29 აპრილს მწვავე პროცესებს აანონსებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია "აუცილებლად ეცდება", პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე."29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.29 აპრილს, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, მასშტაბური აქცია იგეგმება.

ლიეტუვის საელჩო

პოლიტიკა 1714031679

ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი - ლიეტუვის საელჩო

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება,- ამის შესახებ განცხადება საქართველოში ლიეტუვის საელჩომ გაავრცელა.საელჩო გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მოწოდებას იმის შესახებ, რომ ლიეტუვის საელჩოს გაეკეთებინა განმარტება ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ქართველი სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას შეიცავდა.ამასთან, ლიეტუვის საელჩო გამოეხმაურა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების მცდელობას და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. საელჩოს განცხადებით, მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში."ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე, ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ.ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი.სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში.ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ჰაერი

საზოგადოება 1714031565

„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714030211

ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია - გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

„ხალხის ძალა“ ამბობს იმას, რასაც მათი არაფსევდოლიბერალი კოლეგები დასავლეთში - ათეისტური, ნეომარქსისტული "ქადაგებით", იდენტობის მოშლით, უაზრო დოგმებითა და Woke-იდეოლოგიით გაჯერებული ევროპა არცერთ საღად მოაზროვნეს არ სჭირდება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს“.ანალიტიკოსის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია.„"ხალხის ძალა" ამბობს იმას, რასაც მათი არაფსევდოლიბერალი კოლეგები დასავლეთში - ათეისტური, ნეორმარქსისტული "ქადაგებით", იდენტობის მოშლით, უაზრო დოგმებითა და Woke-იდეოლოგიით გაჯერებული ევროპა არცერთ საღად მოაზროვნეს არ სჭირდება.ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ფასეულობების დაცვა ე.წ. რუსული ვერასდროს იქნება, ეს ულტრამემარცხეენების გამრუდებული აღქმებია, რომელთა დომინირება დაუშვებელია“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.