ილონ მასკმა ელექტრომობილის პიკაპი გამოუშვა

16:54 11-07-2019
31

SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი აღნიშნავს, რომ ახალი ელექტრომობილის პიკაპი უფრო სწრაფი იქნება ვიდრე სხვა შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები. მისივე თქმით, ავტომობილის პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში 2019 წლის 21 ნოემბერს გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა მასკი აღნიშნავს, რომ ახალი მოდელის დინამიკა Porsche 911-თან შედარებით მაღალია.