ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლევან შენგელია

სპორტი 1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1711696448

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1711696359

თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა. ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე.თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, 2024 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება.

ლაშა დვალი

საზოგადოება 1711695835

„ვტიროდით და ყველას მაღალი წნევა გვქონდა...“ - როგორ იზეიმეს ლაშა დვალის ოჯახში ისტორიული გამარჯვება

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.საქართველოს ნაკრებმა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.ანგარიშის ბედი, პენალტების სერიაში გადაწყდა და „პრაიმტაიმი“ სწორედ, ერთ-ერთი პენალტის ავტორის, ლაშა დვალის ოჯახზე, ექსკლუზიურად მოგიყვებათ.ჩვენთან საუბარში, ლაშას უმშვენიერესი მეუღლე, მაკა ბუაჩიძე, ემოციურად საუბრობს და სრულიად საქართველოს ულოცავს ისტორიულ გამარჯვებას. უპირველეს ყოვლისა, ძალიან ამაყობს მისი მეუღლით და ამბობს, რომ მას უდიდესი შრომა დაუფასდა.მაკა, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ემოციების შესახებ, როდესაც ლაშამ გოლი გაიტანა, რა იგრძენით?სანამ პენალტების სერია დაინიშნებოდა, მთელი ეს 120 წუთი, რაც ითამაშეს, შეუდარებელი იყო. ლაშაც უშეცდომო იყო თავიდან ბოლომდე. პენალტების სერიაში იწყებენ შემტევები და არ ველოდებოდი ლაშას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ გამოიჩენდა თავს და გავიდოდა. მაინც ძალიან მეშინოდა, რადგან შემტევი არ არის და მცველებს არ მოეთხოვებათ პენალტებზე ბევრი მუშაობა, რომ დავინახე გადიოდა, ეგრევე შევტრიალდი, თვალებზე ხელი ავიფარე და ვერ ვუყურე, არ შემეძლო. ხმები მესმოდა, გოლი გავიდა, გავიდა, ეს მესმოდა მეტი არაფერი. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ლაშას ოჯახი, სამეგობრო და თითოეული ადამიანი.ლაშა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი.ეს შეგრძნება, მართლა საოცრებაა. ძალიან გამიხარდა, რომ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, რადგან, საქართველოში ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ლაშას დაყენებას ნაკრებში. ახლა, ამ ორ თამაშზე, მიეცა შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, თავისი თავი ანახვა მთელს საქართველოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელმა საქართველომ დაინახა ლაშას შესაძლებლობები. ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან, მე ყველა მის თამაშს ვესწრები და უცხოეთში, ბევრჯერ გამხდარა საუკეთესო მოთამაშე, თუმცა საკუთარ ქვეყანაში როცა ეს ხდება,  საოცარი შეგრძნება გაქვს, მით უმეტეს, ასეთ ისტორიულ თამაშზე. ეს იყო რაღაც სასწაული.ოჯახში როგორ აღნიშნეთ ისტორიული გამარჯვება.ოჯახის წევრები, მამა, დედა, ძმა, ბებია, ბაბუა, ყველანი შოკირებულები იყვნენ. ვტიროდით სიხარულისგან და ყველას მაღალი წნევა გვქონდა. უდიდესი ემოციები იყო. პირველად ვნახე, ასეთი ბედნიერი საქართველო. ჩვენმა ბიჭებმა, შეუქმნეს ეს მთლიან ქვეყანას. 

ასაფეთქებელი

მსოფლიო 1711695326

რუსეთმა დასავლეთის დახმარებით ფეთქებადი ნივთიერების იმპორტი გააორმაგა - The wall street Journal

ამერიკული, გერმანული და ტაივანური კომპანიები აწარმოებენ ნიტროცელულოზას ( აზოტისა ცელულოზას ნაზავი), რომლის დიდი ნაწილი, სანქციების მიუხედავად, რუსეთში იგზავნება - ამის შესახებ სტატია გავლენია გამოცემა The wall street Journal აქცეყნებს.“ვაჭრობის მონაცემების თანახმად, რუსეთმა, აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებისგან, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, გაზარდა ასაფეთქებელი ნივთიერების იმპორტი, რომელიც კრიტიკულია საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის. ნიტროცელულოზა, აალებადი ბამბის პროდუქტია, რომელიც დენთის და სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ნიტროცელულოზას, რადგან მისი პირველადი გამოყენება არის საბრძოლო მასალა და ექვემდებარება საერთაშორისო სავაჭრო შეზღუდვებს. ჩინეთმა გაზარდა ნაერთის მიწოდება რუსეთში აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე, მაგრამ კომპანიები აშშ-დან, გერმანიიდან და ტაივანიდან ასევე არიან მათ შორის, ვინც აწვდის ნიტროცელულოზას რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მონაცემების მიხედვით“, - წერს The wall street Journal.ფოტო: DOUGLAS GRAHAM/CQ ROLL CALL/GETTY IMAGES