თანამდებობა, რომელზეც ყველაზე ხშირად იცვლებიან - განათლების 11 მინისტრი 12 წელში

12:05 11-07-2019
245

ვარდების რევოლუციიდან დღემდე განათლების 11 მინისტრი შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ამ პოსტს ექვსი მინისტრი იკავებდა. ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა რიგით მეხუთე მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა.

წინა ხელისუფლების მინისტრებიდან პირველი კახა ლომაია იყო, რომელიც თანამდებობაზე 3 წელი - 2004 წლიდან 2007 წლამდე იყო. ლომაიას მინისტრობას განათლების რეფორმა უკავშირდება.

შემდეგი მინისტრი მაია მიმინოშვილი გახდა. ის ამ პოსტზე 2007 წლიდან 2008 წლამდე იყო.

მინისტრის პოსტზე მიმინოშვილი გია ნოდიამ შეცვალა, რომელმაც 11 თვე იმუშავა. დაკავებული თანამდებობიდან 2008 წლის 6 დეკემბერს გათავისუფლდა.

ნოდიას შემდეგ განათლების სამინისტროს სათავეში ნიკა გვარამია ჩაუდგა. ის თანამდებობას 1 წელი იკავებდა. გვარამიამ მინისტრის პორტფელი 2009 წელს დატოვა.

შემდეგი ჩინოვნიკი დიმიტრი შაშკინი იყო, რომლის მინისტრობაც 3 წელიწადს ითვლის, 2009 წლიდან 2012 წლამდე.

წინა ხელისუფლების განათლების უკანასკნელი მინისტრი ხატია დეკანოიძე იყო, რომლის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. დეკანოიძეს მინისტრის სავარძელი მხოლოდ 3 თვეს ეკავა.

2012 წელს ქართული ოცნების პირობებში განათლების პირველი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გახდა. ის ამ თანამდებობაზე 9 თვე იყო.

მარგველაშვილი მინისტრის პოსტზე 2013 წელს თამარ სანიკიძემ შეცვალა, რომელიც ყველაზე დიდხანს იკავებდა მინისტრის თანამდებობას. სანიკიძე განათლების სამინისტროს სათავეში 3 წელი, 2013 წლიდან 2016 წლამდე იყო.

ყველაზე ხანმოკლე მინისტრობა ალექსანდრე ჯეჯელავას ერგო, 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბერში  - 5 თვეში თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ჯეჯელავა განათლების სამინისტროში მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. თავისი წინამორბედის მსგავსად, არც ჩხენკელი ყოფილა თანამდებობაზე დიდხანს, მან სამინისტროს ხელმძღვანელად მხოლოდ 8 თვე დაჰყო. 2017 წლის ნოემბერში დანიშნული მინისტრი 2018 წლის 14 ივლისს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიხეილ ბატიაშვილს 2018 წლის ივლისიდან დღემდე განათლების მინისტრის პოსტი ეკავა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები

·         ალექსანდრე ლომაია, 17 თებერვალი, 2004 – 19 ნოემბერი, 2007

·         მაია მიმინოშვილი, 22 ნოემბერი, 2007 – 31 იანვარი, 2008

·         გია ნოდია, 31 იანვარი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008

·         ნიკა გვარამია, 6 დეკემბერი, 2008 – 8 დეკემბერი, 2009

·         დიმიტრი შაშკინი, 8 დეკემბერი, 2009 – 4 ივლისი, 2012

·         ხატია დეკანოიძე, 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012

·         გიორგი მარგველაშვილი, 25 ოქტომბერი, 2012 – 18 ივლისი, 2013

·         თამარ სანიკიძე, 18 ივლისი, 2013 – 3 ივნისი, 2016

·         ალექსანდრე ჯეჯელავა, 3 ივნისი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017

·         მიხეილ ჩხენკელი, 13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018

·         მიხეილ ბატიაშვილი 14 ივლისი, 2018 – 7 ნოემბერი, 2019 ნოემბერი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური