გამოვიდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს

09:15 11-07-2019
81

დანტე სპინოტის ფილმის, Now is Everything-ის ტრეილერი, სადაც ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, ჰოლივუდის მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს გამოქვეყნდა.

ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნიკოლას იარნაზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ქართველი მსახიობი ასრულებს.

ფილმის გადაღებები 2018 წელს დაიწყო.

ცნობისთვის, 2018 წელს, ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.