ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს

21:19 11-06-2019

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქარია ბუთხუზი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.