ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბაღი

რეგიონი 1714048222

როგორ გამოიყურება გაზაფხულზე ბათუმის ბულვარის იაპონური ბაღი - ფოტოები

ბათუმის ბულვარში 1020 კვ.მ.-ზე გაშენებულია იაპონური ბაღი. აქ თქვენ იხილავთ მინიატურულ ტბას, დეკორატიულ გადასასვლელ ხიდს, უნიკალური აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელ ხე-მცენარეებსა და ფერთა გამას. იაპონური ბაღის პოვნა არ გაგიჭირდებათ, ორივე შესასვლელში სახასიათო წითელი ელფერის, იაპონური კარიბჭე დგას.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1714047866

გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს დაიძაბოს ვითარება, რაც არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველი, ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს ვითარება დაიძაბოს, რაც არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველია.ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც ვაშაძე ამბობს: „29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია – ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ“.გია ვოლსკის თქმით, ყველას მოუწოდებს, არ აყვნენ დაპირისპირების მცდელობას.„გიორგი ვაშაძის, და არა მარტო მისი, მოწოდებაა, რომ დაიძაბოს ვითარება, ამ აქციას დაუპირისპირდეს სხვა აქცია, რომელშიც თითქოს იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებს. შეძახილი, მოწოდება გამოხატავს თავის შინაარს, პარტიული სუბიექტების, კონკრეტული ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ. ასეთი მოწოდება არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველიც. ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ დაპირისპირების ორგანიზების ასეთ აშკარა მცდელობას. მოუსმინონ საპირისპირო აზრსაც. ყველას, ვინც შეიკრიბება, მათაც მოვუწოდებთ მთელი ჩვენი გუნდის სახელით, იყვნენ წყნარად, თავდაჯერებულად და არანაირი აგრესია არ გამოხატონ ოპონენტის მიმართ, საპირისპირო აზრის ადამიანის მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლენტა

სამართალი 1714047630

გარდაბანში 36 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში - ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 36 წლის კაცს თანასოფლელმა ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს 1988 წელს დაბადებული დ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714047261

ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.„„ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ვსაუბრობდი. მათგან ორი არის ხელმძღვანელ ორგანოში ევროპის დემოკრატიის ფონდისა. კანონი, მათ შორის, ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება. რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში. პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში –  ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „დროას“ და თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი ენჯეო „დროა“, რომელსაც, ასე ვთქვათ, არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ აქვს და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში. შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც ხდება დაფინანსება.„ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთან. მათ შორის, ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე დამიდასტურა, რომ გაეცნო, რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ, უარი მივიღე. უპირველეს ყოვლისა, უარი მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა მარტივია, ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ. ხედავთ, როგორია, მათ შორის, საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სალტა

მსოფლიო 1714047179

გასაჯაროვდა სკანდალური ვიდეოები, რომელიც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს გადაიღო - ახალი დეტალები გახმაურებული პროცესიდან

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მთელი ამ ხნის განმავლობაში, მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა.მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო. სწორედ ამ ვიდეოებში ისმის ბიშიმბაევის ხმა, რომელიც აიძულებს სალტანატს, აღიაროს, რომ წლების განმავლობაში ცნობილი ბიზნესმენის საყვარელი იყო.კადრებში ჩანს, შიშველ ქალს როგორ ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს ბრალდებული.გახმაურებული სასამართლო განხილვა უკვე დასრულდა და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რომელიც 29 აპრილს განახლდება.