ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - სავარუადოდ, ერთ-ერთ ავტომობილში დამონტაჟებული გაზი აფეთქდა

12:45 11-06-2019

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ერთ-ერთ ავტომობილში დამონტაჟებული გაზი აფეთქდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაზუსტებით, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.