„შმაქსისტებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული“ - აქცია რესპუბლიკის მოედანზე

12:35 11-06-2019
183

რესპუბლიკის მოედანზე „შმაქსისტები“ და მოძრაობა „გირჩის“ ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი საპატრულო პოლიციის მიერ „შმაქსისტების“ მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებენ. ზურაბ ჯაფარიძის თქმით შმაქსისტებზე „ნამდვილი ნადირობაა“ გამოცხადებული.

ერთ-ერთი შმაქსისტი „პტაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ პატრული გაჩერების შემდეგ ესაუბრება მგზავრს და მათ ნამდვილ „დაკითხვას“ უწყობს. შმაქსისტის თქმით, მათი მიზანია, დაამტკიცონ, რომ ეს მგზავრობა ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობას ჰგავს და არავითარ ლექციას არ აქვს ადგილი.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დაფუძნების პერიოდიდან მოყოლებული სულ 20-მდე შმაქსი დაჯარიმდა. გირჩის ლიდერი თქმით, შმაქსის რიგებში უკვე 500-მდე მძღოლი-ლექტორი მუშაობს და ამ სიახლით ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დაინტერესდა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შეჩერდეს „შმაქსებზე“ ნადირობა. ასევე პირდაპირ ეთერში ზურაბ ჯაფარიძესთან დებატებში კახა კალაძეს და ვახტანგ გომელაურს იხმობენ.