ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

12:22 11-06-2019
6

ბათუმში, ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილს ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.