საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა - BBC

11:08 11-06-2019
59

BBC-ის ცნობით საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა ჩინეთისა და ვენესუელას შემდეგ.

BBC-ის ჟურნალისტი ედ ბატლერი საქართველოს ეწვია ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ამახვილდებს ყურადღებას.

„ჩვენ გვაქვს ახალი ამბიციური გეგმები წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტრობის კაბელების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გააერთიანოს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ევროპის შავი ზღვის სანაპიროებთან. ეს არის იდეა და კარგი გზა, რომ მეტად გავხდეთ ინტეგრირებულნი ევროპის ენერგო სისტემაში“,-აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, თუმცა მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი. მისივე განცხადებით, საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, მესამე ქვეყანაა ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ.

„მხოლოდ ეს წარმოება მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. პრობლემა ისაა, რომ არის კიდევ მიკრო-წარმოებები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მათ, საერთო ჯამში, მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი სჭირდებათ“, - აცხადებს დავით ჭაპაშვილი, „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელი.

ჟურნალისტი კომპანიის ლატვიელ დამფუძნებელს, კითხვას უსვამს ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიზნესში წილი არ აქვს.

ავტორის თქმით, საჯარო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ივანიშვილს შესაძლოა, არ ჰქონდეს პირდაპირი წილი ამ ბიზნესში, თუმცა მასთან დაკავშირებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ საქართველოში წარმოების დასაწყებად 10 მილიონი დოლარი გადაიხადა.