არასდროს ვიასპარეზებ საქართველოსთვის, ეს ერი დაუნახავია - ქართველი ჩემპიონი რუსეთში ალაპარაკდა

20:43 11-05-2019
46

„პუტინის სპორტსმენი“ ასე ქართულ მედიაში ქუთაისელ ჩემპიონს, მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძეს იხსენიებენ, რადგან მან რუსეთში ანტიქართული განცხადება გააკეთა.

„არასდროს ვიასპარეზებ საქართველოსთვის, ეს ერი დაუნახავი და არაფრის ღირსები არიან. მათ ფულის გადახდაც კი არ უნდა  სპორტსმენებისთვის. არასდროს აღელვებთ სპორტი და ეს ასეცააა. რატომ უნდა ჰქონდეს  ქართველ ჰალკს თვეში 400 ლარი? ეს არის დიდი სირცხვილი და უპატივცემლობა მის მიმართ. კაცი ყველას ანადგურებს და ესე სცემენ პატივს? მას წასვლას ვურჩევდი.“ -თქვა დავით ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს სახელით ბოლოს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.  მან რუსეთის სახელით ასპარეზობა 2010 წლიდან გააგრძელა.

ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის სახლით მოასპარეზე, ქართველი მოჭიდავე, დავით ჩაკვეტაძე ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ კრემლში დააჯილდოვა.



დაჯილდოების შემდეგ ჩაკვეტაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და პუტინს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე, დავით ჩაკვეტაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლის პრიზიორი გახდა. 

წყარო: netsport.ge