ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

საზოგადოება ქართული

პოლიტიკა 1714028233

„საზოგადოება ქართული“ - რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას

რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას , - ამის შესახებ "საზოგადოება ქართულის" განცხადებაშია აღნიშნული."საზოგადოებრივი გაერთიანება "ქართული" ახლახან დაფუძნდა და ჩვენს პირველივე მიმართვაში იმ საფრთხეებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელთა სიმწვავე ცხადად გამოჩნდა "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას.ჩვენ ვწერდით, რომ დამაზიანებელია ურთიერთსიძულვილისა და ერთმანეთის მიუღებლობის ის ატმოსფერო, რომლითაც წლებია გაჯერებულია ტელეეთერები, სოციალური ქსელები და საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფერო. კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლარიზებული ნეგატიური ველი ცდილობს ყველა და ყველაფერი დაპირისპირებაში ჩაითრიოს. ამის ნათელი მაგალითია დაშინების და შეურაცხყოფის ის აგრესიული კამპანია, რომელიც იმ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს, რომელთა შრომა და საქმიანობა საერთო ქართულს ემსახურება. ესენია სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმოადგენენ და ქვეყნის ღირსებას იცავენ. მათი, ასევე ჩვენი სახელოვანი მეცნიერების, პედაგოგების, მწერლების და სხვა ინტელექტუალების წრეგადასული დამუნათება და რომელიმე მხარეს გადაბირების მცდელობები, არის მიუღებელი ერთიანობისთვის.ქვეყნის მომავლისა და ქართული დემოკრატიისათვის არანაკლებ დამაზიანებელია "იმედის" თუ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მზარდი ტენდენცია, ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ბულინგის კამპანიები სოციალურ ქსელებში. სამწუხარო ისაა, რომ ეს იმ ძალებისა და ადამიანების მხრიდან იმართება, რომლებიც ევროპელობაზე ყველაზე მეტად დებენ თავს.ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის ასეთი რადიკალური გარემო, როცა, სიტყვის თავისუფლების ნიღბით, ადგილი აქვს აშკარა დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მათ შორის, ჩვენი საზოგადოების წევრების მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს. თუ კიდევ განმეორდა მუქარები ჩვენი წევრების მისამართით, მათ სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა, რათა საზოგადოება იმ ადამიანებისგან დავიცვათ, ვინც სხვისი დაშინებით განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს.დღევანდელი პროცესების შემხედვარეთ, ასევე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თავისუფლებას ბატონის შეცვლასთან აიგივებს, ხოლო ევროპის ოჯახში გაერთიანებას-საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმასთან. ასეთი მენტალობის ადამიანები სიტყვიერად ემიჯნებიან წარსულს, საქმით კი პირდაპირი მემკვიდრეები არიან 20-იანი წლების იმ კომკავშირლების, რომლებიც ტაშით დახვდნენ პროლეტარულ რევოლუციას და რუსულ ოკუპაციას.სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი , რომ ზოგიერთისთვის ილიასეულ ტრიადაში-მამული, ენა და სარწმუნოება, ეს უკანასკნელი ზედმეტი აღმოჩნდა, რაც არაა შემთხვევითი მოვლენა ან მხოლოდ უცოდინარობა. ეს თავისუფლების ე.წ. ნეოლიბერალური დოქტრინის ნაწილია, რომელშიც უღმერთობა ტოტალიტარული რელიგიის რანგშია აყვანილი. ამიტომაა, რომ ამ ინსპირაციის შემოქმედი ხალხი, გარე ძალების კარნახითა და ხელშეწყობით, წლებია გამიზნულად ებრძვის ოჯახის ინსტიტუტს, ქრისტიანობას, დასცინის წმინდანებს, აქილიკებს ასი ათასი მოწამის თავგანწირვას, რევიზიას უკეთებს ისტორიას, აკნინებს და უნდა წაშალოს ჩვენი მეფეების, მღვდელმთავრების, საზოგადო მოღვაწეების და პატრიარქის ღვაწლი, ავტორიტეტი ჩვენი ეკლესიისა, რომლის დამსახურება ქართველი ერისა და კულტურის წინაშე აუწონელია.ჩვენ ისტორიულად და კულტურულად ვართ ევროპელები და ევროპელობა, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული აზრებისა და არგუმენტების ჰარმონიული სინთეზია და არა ტოტალიტარული აზრის ერთფეროვნება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტობის, ქრისტიანული ტრადიციების, ისტორიის, ღირსებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს უკანასკნელი დღეს, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ერის ფიზიკური გადარჩენის მთავარი ბერკეტია და მის განმტკიცებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ იქნება იგი კონსერვატორი, ლიბერალი, სოციალისტი თუ რომელიმე სხვა იდეოლოგიის მიმდევარი.საერთო ეროვნული ინტერესები მათზე მაღლა დგას და ამისთვის ჩვენ, პირველ რიგში, განსხვავებული აზრების შეჯერებისა და კომპრომისების გზით, უნდა დავძლიოთ რადიკალიზებული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რათა საზოგადოებაში ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმეების ერთად კეთების ატმოსფერო დავამკვიდროთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოიბლური

რჩევები 1714027860

შეიძლება თუ არა სმარტფონის ჯიბეში ტარებამ ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტურ ველებს ადამიანებისთვის „პოტენციურად კანცეროგენულს“ უწოდებს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს კიბოს გამომწვევს?დევრა დევისი, არაკომერციული Environmental Health Trust-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, თვლის, რომ სმარტფონებმა შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდებში კოლორექტალური კიბოს შემთხვევების ზრდა.ამის შესახებ ექსპერტმა Yahoo Life-თან ინტერვიუში ისაუბრა.თუმცა, ამ თეზისის დამტკიცება უკიდურესად რთულია მობილური მოწყობილობების საყოველთაო სივრცის გამო - უბრალოდ არავინაა, ვისაც აქტიურ მომხმარებლებს შევადარებთ.ელიზაბეტ ჰეჩი, ბოსტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, აღნიშნავს, რომ თუ მობილური ტელეფონები იწვევდნენ თავის ტვინის სიმსივნეს, სმარტფონების მოხმარების ზრდასთან ერთად სიხშირე სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა, 1990 წლიდან, ტვინის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ტელეფონებიდან გამოსხივებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე. შვეიცარიაში მეცნიერთა 13-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სპერმის დაბალ კონცენტრაციასთან.თუმცა, აქაც აშკარა კავშირი არ არის - არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ სმარტფონები იწვევს მამაკაცის უნაყოფობას.

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი 1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ალკოჰოლი

მეცნიერება 1714027140

რატომ ვკარგავთ მეხსიერებას ალკოჰოლის დალევის შემდეგ - დასახელდა სამი მიზეზი

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მეხსიერების დაქვეითება ალკოჰოლის მოხმარების საკმაოდ გავრცელებული შედეგია. მიზეზების გასაგებად, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 18-დან 22 წლამდე ასაკის 79 მოხალისე სტუდენტზე.ყველა მათგანი აღჭურვილი იყო მაჯის სენსორებით, რათა ეკონტროლებინათ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონე. მათ ასევე სთხოვეს შეევსოთ კითხვარები ყოველ დილით, სადაც ეწერა, სვამდნენ თუ არა წინა ღამეს და ახსოვდათ თუ არა საღამოს მოვლენები.ექსპერიმენტის დროს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა, დაფიქსირდა ალკოჰოლის დალევის 486 ეპიზოდი, საიდანაც 147-ს მოჰყვა ამნეზია. ექსპერიმენტის მონაწილეთა 69.3%-ს ამ დროის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია „ალკოჰოლური აშლილობა".ყველა შეგროვებული მონაცემების შედარებით, კვლევის ავტორებმა შეძლეს გამოეჩინათ სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერების დაკარგვაზე დალევის შემდეგ: ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მაჩვენებელი, მისი ხანგრძლივობა და პიკური მნიშვნელობა.მკვლევრების აზრით, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიხშირის სწრაფი ზრდა ზრდის მეხსიერების დაკარგვის რისკს 2,69-ჯერ. სისხლში ალკოჰოლის პიკური კონცენტრაცია ზრდის გათიშვის რისკს 2,93-ჯერ. მაგრამ ინტოქსიკაციის ხანგრძლივობას აქვს ყველაზე ძლიერი ეფექტი: ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებისას დროებითი ამნეზიის რისკი 4,16-ჯერ იზრდება.ამავდროულად, კვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მიღებული შედეგების რეპრეზენტაციულობა იდეალური არ არის.ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გააცნობიერონ, რომ მათ ჰქონდათ მეხსიერების დაქვეითება და აშკარად არ ჩაწერეს ეს კითხვარში.

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

მსოფლიო 1714026965

ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა, ეს უნდა შეწყდეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო დროს აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერ პროტესტებს ეხმაურება და მათ ანტისემიტურს უწოდებს. ამ თემაზე ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.„ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა. ისინი ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდიან, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებსა და ებრაულ ფაკულტეტებს. ეს არის 1930 წელს, გერმანიის უნივერსიტეტებში მომხდარის გამეორება. ეს არასწორია და უნდა შეწყდეს. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი. მაგრამ ესე არ მომხდარა”, – ამბობს ნეთანიაჰუ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროტესტის მონაწილეები გამოდიან არა მხოლოდ ისრაელის და ებრაელების სიკვდილის მოთხოვნით, არამედ აშშ-ის სივკდილის მოთხოვნითაც.„ისტორიაში ჩვენ ვნახეთ, რომ ანტისემიტურ თავდასხმებს წინ ყოველთვის უძღოდა ლანძღვა და ცილისწამება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ანტისემიტიზმი”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.