ქალაქის მაჯისცემაზე გექნებათ ხელი დადებული - კახა კალაძე თბილისელებს

14:48 11-05-2019
13

თბილისს 30 ახალი ავტობუსი შეემატა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მანვე თქვა, რომ საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული ყველა იმ რეფორმის და სიახლის შესახებ, რომელიც დედაქალაქში იგეგმება.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ქალაქის მაჯისცემაზე გექნებათ ხელი დადებული. ყველა იმ პროექტზე, რომელიც ქალაქში ხორციელდება და რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ნაწილში ვეცდებით მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა ეტაპზე ვართ, რა რეფორმების გაკეთებას ვაპირებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული დედაქალაქში“, - განაცახადა კახა კალაძემ.