ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გველი

მსოფლიო 1713507018

გველმა დაჭერის დროს ზოოპარკის დირექტორს უკბინა - ფოტო (უცხოეთი)

ოდესაში გველი საცხოვრებელ უბანში შეიჭრა და ოდესის ზოოპარკის დირექტორს „დაჭერის“ დროს უკბინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩერნომორკის მახლობლად, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გველი იპოვეს. მათი თქმით, ხუთსართულიანი შენობის ქვეშ დიდი ქვეწარმავალი იმალებოდა. „მივედი ადგილზე, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ყვითელბუდიანი გველი. ისეთ ადგილას იჯდა, რომ მისი დაჭერა ცოტა მოუხერხებელი იყო, ამიტომ დაჭერის დროს მანდ კაცს უკბინა“,- ნათქვამია განცხადებაში.ზოოპარკის დირექტორმა წითელ ნუსხაში ​​შეტანილი გველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მან გადაარჩინა. ჩანს, რომ ცხოველი ვიწრო ადგილას იმალებოდა, რომელშიც ადამიანს ძალიან უჭირს შესვლა.

ბიზნესმენები

შოუბიზნესი 1713506700

კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს

თებერვალში მედიები წერდნენ, რომ მალე კვენტინ ტარანტინო ახალ და უკანასკნელ ფილმს გადაიღებდა, რომელშიც მონაწილეობა ბრედ პიტს უნდა მიეღო. ირკვევა, რომ რეჟისორმა ბოლო ფილმის გამოშვება გადაიფიქრა.პიტისთვის ეს ტარანტინოსთან მუშაობის მეოთხე გამოცდილება იქნებოდა. მან რეჟისორის ფილმში ბოლოს 2019 წელს ითამაშა და ამ როლმა მსახიობს ოსკარიც მოუტანა. იმასაც წერდნენ, რომ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარში სხვა ცნობილ სახეებსაც უნდა ეთამაშათ. ასევე, ვიცოდით, რომ ფილმი Sony-ის პროდუქტი უნდა ყოფილიყო.ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი უცნობია, თუ რატომ შეიცვალა აზრი რეჟისორმა, მაშინ, როდესაც ის ცოტა ხნის წინ ფილმის სიუჟეტზე საუბრობდა. ვიცით, რომ ტარანტინომ სცენარი რამდენჯერმე გადაწერა, რამაც გადაღებები შეაყოვნა, ბოლოს კი რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ბოლო ფილმზე მუშაობა უბრალოდ აღარ სურდა.ფილმის The Movie Critic სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში უნდა განვითარებულიყო, მისი მთავარი გმირი კი გამოგონილი გამოცემის მიმომხილველი უნდა ყოფილიყო. ტარანტინოს თქმით, პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავდა, რომელიც პორნოგრაფიული ჟურნალისთვის წერდა მიმოხილვებს და რომლის ნაწერებსაც რეჟისორი თინეიჯერობაში გადააწყდა.„სათადარიგო მიმომხილველი იყო და პოპულარულ ფილმებზეც წერდა ხოლმე", - განუცხადა რეჟისორმა Deadline-ს კანის შარშანდელ კინოფესტივალზე, - "ვფიქრობ, ძალიან კარგი მიმომხილველი იყო, საშინლად ცინიკურიც. ისე წერდა, გეგონებოდა, 55 წლის არისო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 წელს იყო გადაცილებული. 40 წელს მიუღწეველი გარდაიცვალა. თავიდან ამის მიზეზი გაუგებარი ჩანდა, მაგრამ ახლახან პატარა მოკვლევა ჩავატარე და, როგორც მივხვდი, ალკოჰოლიზმის შედეგი გახლდათ".ტარანტინომ სარეჟისორო კარიერის დასრულება ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა და თქვა, რომ 60 წლის ასაკის შემდეგ რომანების წერაზე გადაერთვებოდა. ახლა უკვე 60 წლის რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მე-10 ნამუშევარი, რომელიც სწორედ სწორედ კინოკრიტიკოსია, უკანასკნელი იქნება.„რეჟისორების ასაკში შესვლასთან ერთად, მათი ნამუშევრები სულაც არ ხდება უკეთესი", - აღნიშნა ტარანტინომ 2012 წელს, - „როგორც წესი, მათი ბოლო ოთხი ნამუშევარი ყველაზე საშინელია ხოლმე. ჩემი ფილმოგრაფია ყველაზე დიდი მონაპოვარია, ერთი ცუდი ფილმი კი სამ კარგსაც აფუჭებს. არ მინდა, ჩემს ფილმოგრაფიაში იყოს ეგ ცუდი, კონტექსტიდან ამოვარდნილი კომედია, რომელიც ხალხს აფიქრებინებს, ეს კაცი 20 წლის წინანდელ რეალობაში ჩარჩაო. სულ არაა ლამაზი, როცა რეჟისორები დროს ჩამორჩებიან ხოლმე".

taro

კულტურა 1713506432

"ვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით

ტარიელ ხარხელაურის ფეისბუქგვერდზე ემოციური ლექსი ქვეყნდება. ხევსური პოეტის პოეზიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით.***"დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.იმ საქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალისდა ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკიარ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.შენში ვარ - უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,იმედი უფლის - სხვა საშველი არ ჩანს არსაით,გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით- შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,გამოიღვიძეთ ქართველებო! - სამშობლოს ვკარგავთ,ვკარგავთ თუ ... უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია..."ტარიელ ხარხელაური ასევე დაგაინტერესებთ:"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებსრა მზადდება ბათუმში - მარინა დარასელიას მაყურებელი ახალ ამპლუაში იხილავს

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713506347

„სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ ყველაფერში...“ - ვის რა ელის აპრილის მეორე ნახევარში

აპრილი შესაფერისი დროა ყველაზე გაბედული გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, მხოლოდ გჭირდებათ ძალების მოკრება, რომ მათ განხორციელებას შეუდგეთ. თუ უკან არ დაიხევთ და გაბედულად შეუდგებით თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში, ბიზნესის წამოწყებაში და სამეცნიერო პროექტებში.ვერძიაპრილი, ზოგადად, ვერძების თვეა. მათ მოუსმენენ, სასიყვარულო ფრონტზე ქარიშხალი ელით, წარმატებას მიაღწევენ, ფაქტობრივად, ყველაფერში: ლატარიებშიც და უძრავი ქონების შეძენაშიც კი. და თუ დიდი ხანია ფიქრობთ, რომ  სხვაგან გადახვიდეთ საცხოვრებლად, ალბათ ამ წლის აპრილზე უკეთესი დრო არ გექნებათ. გარდა ამისა, ადვილად გაუძღვეთ საქმეებს, რომლებიც ლიდერის როლსა და ინტელექტუალურ მოღვაწეობას უკავშირდება.ყველაზე კარგი დღეები: 7, 8, 9, 19.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 5, 6, 12, 13, 20, 26.კუროკუროსთვის უმჯობესია აპრილში მკვეთრ, სერიოზულ აქტივობებზე უარი თქვას. ამის ნაცვლად მყარი საძირკვლის აშენება დაიწყეთ: რთული პერიოდი გელით, რომელიც არ „დაგაგდებთ“, მაგრამ შესამჩნევ ცვლილებებს შეიტანს თქვენთვის ჩვეულ, ზომიერ ცხოვრების რიტმში. საინტერესო აღმოჩენები და სიახლეები გელით, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი მეგობარი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს თქვენთან ურთიერთობას.ყველაზე კარგი დღეები: 11, 12.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 23.ტყუპიტყუპებისთვის აპრილი კარგი პერიოდი იქნება სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ამავდროულად, ეს თვე იმდენად დატვირთული იქნება მოვლენებით, რომ შესაძლოა თავგზა აგებნეთ. ტყუპებს რამდენიმე ახალი ნაცნობობა ელოდება, გარშემო მყოფები კი ახლო მეგობრები გახდებიან. ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეწყვეტს თქვენი გეგმებისა და იდეების შეფერხებას და კარტ ბლანშს მოგცემთ მათ განსახორციელებლად. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავისუფლება ელის არა მხოლოდ სამუშაო საკითხებში, არამედ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა მოვლენების ასეთი მშფოთვარე ნაკადის გამო მათ მყუდრო სიტუაციაში თავის შეფარება მოუნდებათ.ყველაზე კარგი დღეები: 13, 14, 15.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 4,11, 25.კირჩხიბიკირჩხიბებისთვის სამუშაო და კარიერული საკითხები უკანა რიგში გადაიწევს და წინ წამოვა პირადი ცხოვრების მოწყობის თემა. აპრილში ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რომელთა შორის თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარულიც იქნება, მთავარია, რომ ის დროულად შეამჩნიოთ. გარდა ამისა, კირჩხიბებისთვის აპრილი შესანიშნავი დროა შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით და ახალი წამოწყებისთვის. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კირჩხიბებისთვის უმჯობესია ამ თვეში სახლიდან შორს არ წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი უსიამოვნებები ელით.ყველაზე კარგი დღეები: 4, 8, 15, 17, 22, 25.დღეები, როდესაც ფრთხილად უნდა იყოთ: 9, 13, 23, 27.ლომილომები აპრილში ბევრს და შორ მანძილზე იმოგზაურებენ. გრძელ გზებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც გელით, მაგრამ მათ წარმატებით გაუმკლავდებით. და როდესაც ამ სიძნელეებს გადალახავთ, თქვენ წინაშე წარმატებისკენ მიმავალი სწორი და ფართო გზა გაიხსნება საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო პროექტებით, კარიერული პერსპექტივით და ახალი შესაძლებლობებით თქვენს პირად ცხოვრებაში. სრულად

ვედანტ პატელი

პოლიტიკა 1713506319

კვლავ შეშფოთებული ვართ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღებით, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე კვირაზე მეტია საქართველოში ინიციირებულ "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები ერთი და იგივე კონტექსტით ისმის. ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის შინაარსიც იგივეა."ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას" - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი."ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების გამო, განსაკუთრებით იმით, თუ როგორ ახდენს სტიგმატიზაციას და მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ისინი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა გამოიყენებოდა კრემლის მიერ, არა მხოლოდ კრემლის, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და სისტემატური რეპრესირებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა გამჭვირვალობის ხელშეწყობის დადგენილ მიზანთან შესაბამისობაშია", - აცხადებს პატელი.