თეთრწყლებში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

11:22 11-05-2019
17

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში, ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  მოასფალტდა 793 მეტრის სიგრძის გზა.  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 351 000 ლარი დაიხარჯა.  სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,სერპანტინი,, განახორციელა.