ქუთაისში დღეიდან „შმაქსი“ იმუშავებს

10:47 11-05-2019
22

ქუთაისში დღეიდან მუშაობას ტაქსი „შმაქსი“ იწყებს.

ქუთაისში ჯერჯერობით „შმაქსის“ ერთი მანქანა იმოძრავებს. „შმაქსის“ მძღოლის, დათო ჯიშკარიანის თქმით, მგზავრები თანხას არა სამგზავრო ღირებულების, არამედ მანქანაში საუბრის, „ლექციის“ ღირებულებაში  გადაიხდიან. საფასური იმდენი იქნება, რამდენიც მოქალაქეებს მოუნდებათ.

„ქუთაისის მერიას რომ არ მოუნდეს მსგავსი რეგულაციების შემოღება ტაქსიზე, რაც თბილისში შემოიტანეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ამის შემოღება“,- ამბობს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მხარდამჭერი და „შმაქსის“ მძღოლი, დათო ჯიშკარიანი.

ავტორი: თეონა აბსესაძე