ერთი კვირის წინ სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა ისევ საავამყოფოში რჩება

10:37 11-05-2019
8

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მუშის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

„უმძიმესი დაზიანებები აქვს,  კრიტიკული მძიმე მდგომარეობაა, თითქმის ერთი კვირაა მართვის სუნთქვაზე იმყოფება პაციენტი“,- აცხადებს ირაკლი გოგინავა.

ახალგაზრდა, რომელიც  სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში,  ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.

დაშავებული მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240 მუხლით.

ავტორი: თეონა აბესაძე