თოვლში ფეხშიშველი მოსიარულე და მავედრებელი ეპისკოპოსი, როცა პატრიარქს ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)

00:22 11-05-2019
275

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ანდრიუს ბიელსკისი 2017 წელს, 13 თებერვალს გადაღებულ  ვიდეოს ავრცელებს, სადაც დათოვლილ მამა დავითის აღმართზე წალკელი ეპისკოპოსი ფეხშიშველი ადის.

 ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს მოკლე ვიდეო, თუ უბრალოდ პირად არქივში შემენახა, რადგან შემთხვევით გადავაწყდი და კურთხევის გარეშე გადავიღე, მაგრამ ვფიქრობ ყველამ უნდა ნახოს...

დღეს დილით, როდესაც ბერლინში, ჩვენი საყვარელი უწმინდესი საოპერაციოდ შეჰყავდათ, თბილისში მამა დავითის აღმართს, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია ფეხშიშველი მიუყვებოდა. დიდება და მადლობა უფალს!!!“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად გადავიდა. მან ეპისკოპოსობიდან გათავისუფლებული მეუფე პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.