რამდენით გაძვირდა ცხოვრება ერთ თვეში

22:25 11-04-2019
168

მომატებული ფასები, სიდუხჭირის პირისპირ დარჩენილი მოქალაქეები და უარი ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა კვება და მედიკამენტები. 

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ოქტომბერში სექტემბრის თვესთან შედარებით ფასების ინფლაცია 0.8 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასების 6.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება დღეს ასე გამოიყურება.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), ასევე ხილი და ყურძენი (1.0 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინფლაციის მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (10.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.9 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

 

საარსებო მინიმუმი

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ერთი თვის საარსებო მინიმუმი - 189.9 ლარი, 

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი -168.2 ლარი, 

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 318.6 ლარი. 

რაც შეეხება ოჯახებს წევრთა რაოდენობის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასე გამოიყურება:

ერთსულიანი - 168.2 ლარი, 

ორსულიანი  - 269.2 ლარი, 

სამსულიანი - 302.8 ლარი, 

ოთხსულიანი - 336.5 ლარი, 

ხუთსულიანი - 378.5 ლარი, 

ექვსსულიანი და მეტი - 447.5 ლარი. 

წლიური ინფლაცია

ფასების ცვლილებამ ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე იქონია

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო

ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა

ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასართობი და კულტურული მომსახურება (6.3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3 პროცენტი).