„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია ჯარში წასვლა“ - რა ელოდება ანასტასიას

22:01 11-04-2019

ტრანსგენდერი  ქალი ჯარში გაიწვიეს. მას რეგისტრაციის მისამართზე ჯარში გაწვევის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი მიუვიდა - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს. 

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია ჯარში წასვლა. ვიცი იქ რაც ხდება და გავხდები ძალადობის მსხვერპლი, მცემენ, ან მომკლავენ. თუ ჯარში არ წავედი, ფულად ჯარიმას ან პატიმრობას დამაკისრებენ, მე ფულს ვერ გადავიხდი და ალბათ, ციხეში ჩაჯდომა მომიწევს“ - ამბობს ტრანსგენდერი ქალი, პირობითი სახელით ანასტასია.

როგორც ცნობილია, გაწვევების ორგანიზებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს, ტრანსგენდერმა ქალმა საინფორმაციო სამსახურს დაუკავშირდა და რჩევა სთხოვა. თუმცა, ამბობს, რომ კონკრეტული ვერაფერი უთხრეს.

თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელი, თამაზ სოზაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემის სათავე იუსტიციის სამინისტროშია, რადგან სქესის შეცვლის უფლება ტრანსგენდერებს არ აქვთ.

სოციალური გენდერის ჩანაწერის გაკეთება საქართველოში კანონმდებლობის დონეზე რომ ვერ მოხდა, არასამთავრობო სექტორი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.