გთხოვთ ნუ მიგვატოვებთ მამათმავლების - სოდომის ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში - ბრეგაძე წმინდა სინოდს მიმართავს

21:29 11-04-2019

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წმინდა სინოდს მიმართავს და მათ მხარდაჭერას სთოვს. ის პირველი ქართული გეი ფილმის ჩვენების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ეს გარყვნილების პროპაგანდის უპრეცედენტო გამოვლინებაა.

„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს!!! მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით - 8 ნოემბერს საქართველოში იმართება ქართული-პორნო-გეი ფილმის მასობრივი ჩვენება,რაც გახლავთ მამათმავლობის და გარყვნილების პროპაგანდის უპრეცედენტო გამოვლინება!!!

ფილმში ნატურალურად არის ნაჩვენები გარყვნილი-ჰომოსექსუალური ურთიერთობა,რომელიც მიმდინარეობს ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ ქართველ მამაკაცებს შორის!!! გეი-ფილმი არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის თვალსაჩინო მაგალითი,რომელიც სოდომის ცოდვის რეკლამას წარმოადგენს!!! ამ ფილმს აჩვენებენ მოზარდებს და ახალგაზრდებს!!!

ქართველი პატრიოტები არ მივცემთ უფლებას, რომ გაიმართოს ამ ფილმის ჩვენება, რადგან ამითი შეურაცხყოფილი იქნება ქართველი ერი, მართლმადიდებელი მრევლი, ყველა ნორმალური ადამიანი!!! უდიდესი მოწიწებით გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ მამათმავლების-სოდომის ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო!!! ეკლესიის და წმინდა სინოდის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მხოლოდ მშრალი განცხადებით ამ კინოჩვენებას ვერ ჩავშლით, ვფიქრობთ აუცილებელია მოწოდება მართლმადიდებელი მრევლის მიმართ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და მშვიდობიანად გააპროტესტონ სოდომისტების მიერ ქართველი ერის შეურაცხყოფა!!! უმორჩილესად გთხოვთ - ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში!!! - პატივისცემით ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე !!! 4 ნოემბერი, 2019 წელი, ქალაქი თბილისი“ - აცხადებს მიმართვაში სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

კინოჩვენება კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღის 8-9-10 ნოემბერს გაიმართება.