იაპონიაში Microsoft-ის ოფისი 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

20:44 11-04-2019
68

იაპონიაში Microsoft-მა ექსპერიმენტი ჩაატარა და ერთი თვით 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ეს დადებითად აისახა არამხოლოდ თანამშრომლებზე, არამედ კომპანიაზეც.

ექსპერიმენტი აგვისტოში ჩატარდა და ყველას, 2300-ვე თანამშრომელს ერთი დამატებითი უქმე დღე პარასკევს მისცეს. ამასთან მათთვის არ შეუმცირებიათ ხელფასები და არც შვებულებისთვის დაუკლიათ დღეები.

2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, ამ ექსპერიმენტის პერიოდში კომპანიის პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. ამასთან, კომპანიამ დაზოგა ელექტროენერგიის მოხმარება 23%-ით და ქაღალდის ხარჯი (პერსონალმა 58%-ით ნაკლები ქაღალდი მოიხმარა დოკუმენტებისთვის).

В докладе Минтруда РФ, опубликованном в октябре, отмечалось, что сокращение рабочей недели может привести к увеличению издержек на рабочую силу, а также себестоимости продукции.