ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სუსი

სამართალი 1711710663

ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში და ნახევარ მილიონზე მეტი ქრთამის სახით - გამოვლენილია კორუფციული გარიგება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს."ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე - თ. მ. და ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები - ნ. კ. და რ. ც., თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება "ვიანის" წარმომადგენელ ნ. ჟ-სა და მ. ხ-სთან და, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება "ვიანისადმი" დაქვემდებარებულ კლინიკებში.აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ, ნ. კ-მ, რ. ც-მ და თ. მ-მ კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532 126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.თავის მხრივ, კლინიკების წარმომადგენელმა, ნ. ჟ-მ მოხელეთათვის ქრთამის მიცემის გზით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149 010 ლარის, ხოლო მ. ხ-მ 76 771 ლარის შემოსავალი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 დავით ხარაბაძე

სპორტი 1711710660

„ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და...“ - რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე პირველი არხის გადაცემა ,,ტაიმაუტის” ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ემოციურ ისტორიას იხსენებს.მისი თქმით, ხვიჩამ ისტორიულ თამაშზე გასვლის წინ თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა.,,ზუსტად თამაშზე გასვლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა სიტყვა. შევკარით წრე. ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და ასეთი რამ თქვა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. ეს ის მომენტია, როდესაც შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. აქ მივხვდი, რომ რაღაც ჩვენთვის სასიხარულო უნდა მომხდარიყო”, – საუბრობს დავით ხარაბაძე.ცნობისთვის, საქართველომ საბერძნეთთან ისტორიული მატჩი ჩაატარა, გაიმარჯვა და შედეგად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.

ტყუპები

მსოფლიო 1711710414

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპი დებიდან ერთი დაქორწინდა - „ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს“  

სიამის ტყუპები, ები და ბრიტანი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან. ტყუპების ცხოვრებაში სიახლეა. ერთ-ერთი ტყუპისცალი, ები დაქორწინდა. ის 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო. დაბადების დროს, მშობლებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვეს, რადგან მათი გადარჩენის შანსი მცირე იყო. ტყუპებმა 16 წლის ასაკში მართვის მოწმობის გამოცდა ჩააბარეს. ასევე ჩააბარეს კოლეჯში და ევროპაშიც ერთად იმოგზაურეს. ები აკონტროლებს მარჯვენა მკლავს და ფეხს, ბრეტანი კი მარცხენა მხარეს. ისინი საზოგადოებამ პირველად 1996 წელს, „ოპრა უინფრის შოუდან“ გაიცნო. ამჟამად ტყუოები მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობენ. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711709303

ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი - ირაკლი კობახიძე

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა.„ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი. აქვე მინდა გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებები,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა 1711709107

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში - პრემიერი

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.„სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000 - ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოზ მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს  შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან  დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა,“- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები, სტუდენტები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება „სტარტი“, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან  ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან წინა შეხვედრა. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.