გია უდესიანის მიმართ გამოძიება ლიეტუვაშიც დაიწყო - სახლი ვილნიუსში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა

18:28 11-04-2019
4522

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გია უდესიანს საქართველოს პროკურატურამ ახალი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უდესიანი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ უდესიანის მიმართ გამოძიება ლიეტუვაშიც მიმდინარეობს. საქმე ეხება უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებულ ეპიზოდს. გავრცელებული ინფორმაციით, ვილნიუსის საგამოძიებო უწყება სწავლობს ერთ მილიონ ევროზე მეტი დაუსაბუთებელი უძრავი ქონების წარმომავლობას. 

ვილნიუსში მდებარე გია უდესიანის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ლიეტუვის პოლიციამ ჩხრეკაც ჩაატარა. 

არის თუ არა ინფორმირებული ქართული მხარე ლიეტუვაში მიმდინარე გამოძიების შესახებ? ამის გასარკვევად საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, თუმცა თადუმაძის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

უწყებაში დღეს ჟურნალისტებს გია უდესიანის მიმართ საქართველოში წარდგენილი ახალი ბრალდების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის შესახებაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.