Top-5 ყველაზე მომგებიანი ბანკი საქართველოში - რომელი ლიდერობს რეიტინგში

17:35 11-04-2019
42

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

​ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 3 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 268 253 289 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 423 269 200 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 26 709 179 ლარი შეადგინა.

მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც მე-3 კვარტლის მონაცემებით, 262 755 787 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 418 489 488 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 27 500 000 ლარი გადაიხადა.

წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 20 360 353 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ქართუ ბანკი“ და „კრედო ბანკი“ იკავებენ. 

„კრედო ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „ლიბერთი ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 16 161 550 ლარი შეადგინა, მას 14 303 833 ლარიანი წმინდა მოგებით - „ბაზისბანკი“ მოსდევს. 

Top-5 ბანკი მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:

„თიბისი ბანკი“ – 268 253 289 ლარი

„საქართველოს ბანკი“ – 262 755 787 ლარი

ტერა ბანკი“ - 20 360 353 ლარი

„ქართუ ბანკი“ – 18 894 816 ლარი

„კრედო ბანკი“ – 17 750 855 ლარი

ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.