ვინ არის ქალბატონი ნათელა, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა

17:01 11-04-2019
715

„რა მათე ქალო, ნათელა მქვია, ნათელა“ - ხევსური ქალბატონის ეს ფრაზა ინტერნეტ ჰიტად იქცა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ასი ათასობით ნახვა, უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ვინ არის ქალბატონი ნათელა, რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა. აღმოჩნდა, რომ ის სოფელ ბარისახოში მცხოვრები 73 წლის ნათელა ჭინჭარაულია. მის შესახებ ინფორმაციას ბარისახოს რწმუნებულული, მზექალა არაბული გვაწვდის:

„ქალბატონი ნათელა სოფლის კოლორიტია, ინფორმაციის ცოცხალი გამავცრლებელი. უმაგისოდ სოფელი ძალიან მოწყენილი იქნებოდა. ტურისტებზე ხელნაკეთ ნივთებს ყიდის ხოლმე“, - გვიყვება მზექალა არაბული.

ნათელა ჭინჭარაულს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც საზღვარზე დამხმარედ მუშაობს და ამასთან, შეთავსებით ტურისტებისთვის ტაქსით მომსახურეობასაც ეწევა.

რთული პირობების გამო, ცოტა ხნის წინ ნათელა ჭინჭარაულმა ბარისახოდან ჟინვალში სცადა საცხოვრებლად დაფუძნება, თუმცა მალევე სოფელში დაბრუნდა - სხვაგან ვერ ვჩერდებიო - უთქვამს ქალბატონ ნათელას.